
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და ტესტირებას წარმატებით გადიან.
29 მარტსაც ბევრმა მოსწავლემ გაიარა ტესტი და დიპლომებიც დაიმსახურეს, მათგან ანი ცერცვაძემ, ლუკა ცერცვაძემ, ლიზი შარვაძემ, ანასტასია ლომიძემ, ანდრია გაბრიაძემ და გიორგი ბოჭორიშვილმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.