
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კუმურდოს საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს შეუფერხებლად და ძალიან კარგად წარმართავს.
„95-98% ჩართულია სწავლის პროცესში, ძალიან მცირე რაოდენობას აქვს ხარვეზი ინტერნეტთან დაკავშირებით, ბავშვები აქტიურები არიან, თავიდან უფრო იყო სირთულეები, რადგანაც ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ახლა ყველა ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში და შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა გაკვეთილი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.