ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Izrune.ge - ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
14-04-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეებმა 29 მარტს შემაჯამებელი ტესტი გაიარეს და მათგან ანდრია უჯირაულმა, ლუკა იუკურიძემ და ნათია ბუწანკალურმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203