
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და ტესტირებას წარმატებით გადიან.
სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია „იზრუნეს“ ტესტებში მონაწილეობის მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა 29 მარტის შემაჯამებელ ტესტში 27 დიპლომი დაიმსახურეს, „ეტალონი“ ულოცავს სკოლას და კიდევ ბევრ დიპლომს უსურვებს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.