„ადამიანი გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს ჰგავს, რომელსაც თავისუფლება სწყურია“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლის ფიქრები
14-04-2020
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე იაკო ბაჩილავას თვალით სამყარო კორონავირუსის გამოჩენის შემდგომ სრულიად შეიცვალა. ყველაფერი დუმს... - წერს მოსწავლე და კორონავირუსის გამო დასადგურებულ „სიჩუმის 1 თვეს“ ჩანახატს უძღვნის, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ყველაფერი დუმს, ცაში მაღლა ხეების ფილიალებში ჩაფლული ფრინველების მხიარული გალობა აღვიძებს მიდამოს. ძალიან ნაზი ამინდია, ზოგჯერ წვიმის წვეთები აშრობს გზებს და ფოთლებს, რაც მას კიდევ უფრო სუფთა ზურმუხტისფერ ბზინვარებას ანიჭებს. ბუნება როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელია, მაგრამ არა ისეთი როგორიც ადრე.

ყველაფერი ჩაკეტილია, ადამიანების ხმა აქა იქ ისმის, ერთმანეთის მიმართ ისინი ძალიან მზრუნველები გახდნენ, ყველაფერი ისეა როგორ უნდა იყოს, მაგრამ ერთფეროვნად მიდის ჩვენი ცხოვრება. ასე მგონია, დიდი ხანია სახლში ვარ და თითქოს არც არასოდეს გავსულვარ გარეთ, ისე მენატრება წარსულის თითქოს ჩვეულებრივი დღეები. მხოლოდ სამედიცინო და საპატრულო მანქანების ხმა არღვევს შემზარავ სიჩუმეს, რომელიც თითქოს შიშის ზარს სცეს ყველას.

ადამიანი გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს ჰგავს რომელსაც თავისუფლება სწყურია, როგორც მე. გულით დაკავშირებულნი ერთმანეთს ვეღარ ხვდებიან, ვეღარ ხედავენ და თანაგრძნობას ვერ უწევენ. მხოლოდ ტექნოლოგია არსებობს რომელიც ოდნავ გვაკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, მაგრამ სამწუხაროა რომ მათში ნამდვილი გულწრფელი გრძნობები ვერ აღწევს, აი ეს არის სიჩუმე, ეს არის დუმილი ეს არის ის საშინელი გრძნობა, რომელსაც განვიცდით დღეს ადამიანები და არ ვიცით ეს ყველაფერი როდის დასრულდება ან დასრულდება სულაც?!

ფიზიკური სილამაზე-სულიერებამ შეცვალა, წუთისოფლის მდიდრული საგნები კი გრძნობებმა, ამიტომ დაიწყო დედამიწამ სიჩუმით ადამიანში გულწრფელობის, სიყვარულის და თანაგრძნობის ჩამოყალიბება და როდესაც ეს ყველაფერი გაივლის... დაიწყება სიყვარულის უანგაროდ მიმობნევა მთელ სამყაროში ადამიანების მიერ და ისევ ვიტყვით, მარადიულად დედამიწას სიყვარული ატრიალებს და ცხოვრებაზე მშვენიერი არაფერია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203