აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები Izrune.ge-ს ტესტირებაში აქტიურად არიან ჩართულნი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
29 მარტსაც გაიარეს მოსწავლეებმა შემაჯამებელი ტესტი, მესამე კლასის მოსწავლე მარიამ ბაბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.