
ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ.
მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.