
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
29 მარტსაც ბევრმა მოსწავლემ გაიარა ტესტი, დიპლომებიც აიღეს, მათგან ოქროს დიპლომი დაიმსახურეს - საბა ბერიძემ, მალხაზ ხაბულიანმა, ლუკა ქომეთიანმა, ბაჩანა ტვილდიანმა, ანასტასია საღინაძემ და ნიკა ლიპარტელიანმა.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.