ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანდრია მამარდაშვილმა Izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
29 მარტის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა დიპლომები დაიმსახურეს, ანდრია მამარდაშვილმა კი 100 ქულით ოქროს დიპლომი მოიპოვა.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.