გულგულის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად COVID-19-ის შესახებ პრეზენტაცია მოამზადა
14-04-2020

თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ლია მოსიაშვილმა, მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა IX-X კლასის მოსწავლებთან ერთად მოემზადებინა პრეზენტაცია ლუგარის ლაბორატორიის და „COVID-19-ის შესახებ.

„კონფერენცია სასკოლო მაშტაბით VIII-IX-X-XI კლასებისთვის ჩატარდა ონლაინ რეჟიმში team mirocoft პლატფორმაზე, და ასევე კონფერენცია ჩატარდა ეკოკლუბის მოსწავლეთათვის და მოწვეულნი იყვნენ მეზობელი სოფლების სკოლები: რუისპირის, ვარდისუბნის, ნაფარეულის, თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები და ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო  ინფორმაცია როგორც ზემოთ აღნიშნული საკითხების შესახებ, ასევე ვიდეო რგოლები, რომლებიც ნათლად ასახავდა მიმდინარე პროცესებს.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ამაყები და ბედნიერები არიან იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ საზოგადოებას მოუწოდეს სახლში დარჩენისაკენ.

ჩვენს მოსწავლეებს გულწრფელად სჯერათ, რომ „ყველაფერი კარგად იქნება".

აქვე მოვიყვანთ კომენტარებს, რომელიც მოწვეულმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გააკეთეს:

ლია, დიდი მადლობა თქვენ და თქვენ მოსწავლეებს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის! თურმე შეუძლებელი არაფერია, ამ სიტუაციაშიც კი ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ბრავო, ბავშვებო!!! ლია, მაგარი გუნდი ხართ!!!

მადლობა პრეზენტატორ მოსწავლეებს: ლიზი ოხანაშვილს, ელენე კაჭკაჭაშვილს, ხატია ჯალანდარს, სალომე ჯალანდარს და მარიამ ჯალანდარს, ასევე ყველა სტუმარს, რომლებმაც გამონახეს და დაგვითმეს დრო",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203