
ბათუმის N14 საჯარო სკოლაში მასწავლებლისა და მშობლების ძალისხმევით, დისტანციური სწავლების ფარგლებში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
დისტანციურ ღონისძიებაში პირვეკლასელები მონაწილეობდნენ. მათი პედაგოგი ნათია სარჯველაძეა.
„ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო