გაიცანით სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ელგუჯა თამაზიშვილი
14-04-2020

ელგუჯა თამაზიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტეის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. 

მე-4 კლასის მოსწავლე პირველივე კლასიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადებსა და აქტივობებში და ყოველთვის მაღალ შედეგს აღწევს.

„ელგუჯა თამაზიშვილი დღეს მე-4 კლასის მოსწავლეა. პირველივე კლასიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადებსა და აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის მაღალ შედეგს აჩვენებს.

2019 წელს ის გახდა მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ პირველი ადგილის მფლობელი და „თიბისის“ სტიპენდიანტი. „თიბისი“ ბანკმა მას წელსაც გაუგრძელა სტიპენდია, ასევე ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის მიღებისთვის. ჩვენი სკოლა ამაყობს მისით“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203