მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Izrune.ge-ს ტესტირება წარმატებით გაიარეს
14-04-2020
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

29 მარტსაც მოსწავლეებმა აქტიურად გაიარეს ტესტი, მათგან გვანცა მუშკუდიანმა, ცოტნე ცხვედიანმა, ზურაბ მურცხვალაძემ და ირაკლი გოლეთიანმა ბრინჯაოს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203