
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლას სულ 9 მოსწავლე ჰყავს, მოსწავლეებმა Izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი 29 მარტს წარმატებით გაიარეს, ნინიკო ჩაკვეტაძემ კი ბრინჯაოს დიპლომი დაიმსახურა.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.