
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში სულ 44 მოსწავლეა აქედან ნახევარზე მეტმა, 29 მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომები დაიმსახურა. 6-მა მოსწავლემ - ანნა ურთმელიძემ, მარიამ მახარობლიძემ, ანა ლაკვეხელიანმა, მარიამ ნემსწვერიძემ, ნიკოლოზ გოლეთიანმა და მარიამ გოლეთიანმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.