
ქუთაისის N29 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რამაც ძალიან შეუწყო ხელი დისტანციური სწავლების კარგად წარმართვაში. სკოლა აქტიურად იყენებს „თიმსის“ პროგრამას, ასევე „მესენჯერს“, „ზუმს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონსა და ტელეგაკვეთილებს. სკოლის პედაგოგები ცდილობენ მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება.
ქუთაისის N29 საჯარო სკოლა სამინისტროს ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს. სკოლას შედგენილი აქვს სპეციალური გაკვეთილების ცხრილი რის მიხედვითაც მოსწავლეებს ყველა საგანში უტარდებათ დისტანციური გაკვეთილები.