სკურას საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
14-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლა დისტანციური სწავლებისთვის სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას იყენებს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203