ჩხიკვთას საჯარო სკოლის მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ
14-04-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

„სკოლა აქტიურად ატარებს ონლაინ გაკვეთილებს Microsoft​ Teams-ის პლატფორმის საშუალებით, ჩვენი სკოლის პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ონლაინ სწავლების პერიოდში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203