
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
მასწავლებლები და მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულები. პედაგოგები იყენებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.