ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
14-04-2020

ქობულეთის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის ადმინსტრაცია, პედაგოგოები, მშობლები და მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ამ პროცესში ჩართულნი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება.

სკოლა ითვალისწინებს სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. ასევე შედგენილი აქვთ სპეციალური გაკვეთილების ცხრილი, რის მიხედვითაც ყველა საგანში ტარდება დისტანციური გაკვეთლები.

მოსწავლეთა ჩართულობა დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში არის მაქსიმალური. პედაგოგები სწავლებისთვის იყენებენ „თიმსს“, „ზუმს“, მესენჯერს, დახურულ ფეისბუქ ჯგუფებს, მობილურ ტელლეფონს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეგაკვეთილებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203