
ქობულეთის მინიციპალიტეტის ზენითის საჯარო სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის დირექცია ითვალისწინებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. მასწავლებლები მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და გაკვეთილების ასახსნელად იყენებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.