
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-3დ კლასის პედაგოგმა ნანა ბერიძემ მოსწავლეებისთვის უჩვეულო გაკვეთილი ჩაწერა, რომელიც დანიელი პოეტისა და მეზღაპრის ჰანს კრისტიან ანდერსენის იუბილეს მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
„აქტივობა ჩაწერა ჩვენი სკოლის მე-3დ კლასის პედაგოგმა ნანა ბერიძემ. მან ეს ზღაპარი მიუძღვნა ჰანს კრისტიან ანდერსენს, დანიელი პოეტისა და მეზღაპრის იუბილეს, (1805 წელი 2 აპრილი) უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2 აპრილი არის საბავშვო წიგნების და ილუსტრატორების საერთაშორისო დღე“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო