ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
14-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.

ყველა პედაგოგი და მოსწავლე მაქსიმალურად ცდილობს, რომ დისტანციური სწავლება კარგად წარიმართოს.

სკოლა ითვალისწინებს სამინისტროს ყველა რეკომენდაციას, აქვს შედგენილი სპეციალური ცხრილი, რის მიხედვითაც უტარდებათ მოსწავლეებს გაკვეთილები. მასწავლებლები დისტანციური სწავლებისთვის იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203