ბუღაშენის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
14-04-2020

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუღაშენის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. მოსწავლეებთან დასაკავშირებლად მასწავლებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებენ.

"მასწავლებლებმა თავდაპირველად მუშაობა დაიწყეს messenger - ით,  დახურული  ჯგუფებით, შექმნეს საკლასო ჯგუფები და  ერთი კვირის განმავლობაში ასე მუშაობდნენ. შემდეგ  თანდათან გადაერთვნენ პროგრამა Taems - ში,  სადაც თითქმის ყველა მოსწავლე და მასწავლებელია ჩართული. არის ხარვეზები, მაგრამ ძალას და ენერგიას არ იშურებენ,  არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები იმისათვის, რომ  სასწავლო პროცესი შედგეს.

მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ცოცხალი  საგაკვეთილო პროცესი ურჩევნიათ, მაგრამ  ითვალისწინებენ რა შექმნილ ვითარებას, აქტიურად  მონაწილეობენ ონლაინ სწავლებაში; ცდილობენ კარგად  შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.

დირექცია ითვალისწინებს და იცავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს  დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203