ვაჩიანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
14-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. სასწავლო პროცესში ჩართულები არიან როგორც მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე მშობლები.

„მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ იქნა რეკომენდაციები ონლაინ - სწავლებაზე, დირექტორის ინფორმირებით, მხარდაჭერით მასწავლებლები და მოსწავლეები ჩავერთეთ „თაიმსის“ პროგრამაში.

თავდაპირველა,  გვქონდა ხარვეზები, სირთულეები, მაგრამ მალევე  დავძლიეთ  და  დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური უმრავლესობით ვახორციელებთ სწავლა-სწავლების პროცესს დისტაციურ რეჟიმში. 

აქტიურობენ მშობლებიც და დაწყებით საფეხურზე, შესაძლებლობის ფარგლებში, ეხმარებიან კიდეც. „ვქმნით ისეთ სასწავლო რესურსებს და ვაწვდით მოსწავლეებს ისეთ დავალებებს შესასრულებლად, რაც მოსახერხებელია სახლის პირობებში“, -აღნიშნავენ მასწავლებლები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203