გვიშტიბის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
14-04-2020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლა ითვალისწინებს სამინსტროს ყველა რეკომენდაციას. სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.

მასწავლებლები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ელექრონულ პლატფორმას: „ზუმს“, „თიმსს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონს, მესენჯერსა და ტელე გაკვეთილებს.

სკოლის ყველა კლასისითვის შედგენილია სპეციალური ცხრილი, რის მიხედვითაც მოსწავლეებს ყველა საგანში უტარდებათ დისტანციური გაკვეთილები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203