„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს“-ბათუმის N8 სკოლის მოსწავლის მშობლის სამადლობელო წერილი მასწავლებლებს
14-04-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მოსწავლის მშობელი ნინო ბათნიძე მადლობას უხდის. როგორც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ონლაინ სწავლებამ მშობლებს უკეთესად დაანახა, რა შეუძლიათ და რა სჭირდებათ მათ შვილებს.

„მინდა აღვნიშნო ჩემი აზრი დისტანციურ სწავლებაზე. ალბათ, გაგიკვირდებათ და „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ონლაინ გაკვეთილებიდან გავიგე, თუ როგორ და რა დონეზეა ჩემი შვილი ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რომელიც აქამდე „თურმე“ საერთოდ არ მცოდნია. აქედან გამომდინარე, დავინახე ჩემი შვილის დადებითი და უარყოფითი თვისებები. ახლა ვიცი, თუ რა კუთხით სჭირდება მას დახმარება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი სწავლობს მე-6 კლასში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლასის დამრიგებელს, ირინე მამულაძეს და თითოეულ პედაგოგს, ამ მძიმე პერიოდში ასე აქტიურად არიან ჩართული ონლაინ გაკვეთილებში. თითქმის ყველა გაკვეთილს ვისმენ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პედაგოგის. მართლაც და გულწრფელად დიდი მადლობა. ყველანი კარგები ხართ“,-ამბობს მშობელი ნინო ბათნიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203