
„მალე ჩვენს გულებშიც გაზაფხულდება“-ასე დაარქვა თავის ნახატს ჩვენმა საყვარელმა მე-8 კლასელმა მოსწავლემ ნინი კირთაძემ. მადლობა მას და მის დედიკოს ნათია გულბიანს“,-აღნიშნულია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი წამოიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ. 1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები