„სკოლაში დაბრუნებულებს ახალი და აფერადებული ეზო გველოდება“- ხონის N3 სკოლაში მოსწავლეები სწავლას გამწვანებულ გარემოში განაახლებენ
14-04-2020

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლა გარემონტდა. სასწავლო პროცესს მოსწავლეები განახლებულ გარემოში დაიწყებენ. სკოლის დირქცია მადლობას უხდის სკოლის თანამშრომლებს, რომლებმაც სკოლის ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო სწავლა შეჩერებულია, ხონის N3 საჯარო სკოლაში არიან ადამიანები, რომლებიც მზრუნველობენ სკოლის გარემოს.

სკოლა „მილენიუმისა“ და ამერიკელი ხალხის დახმარებით გარემონტდა, აღიჭურვა და თანამედროვეობის გამოწვევებს სრულად პასუხობს.

გაზაფხულზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით ვგეგმავდით გამწვანების აქციას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ეს შეძლეს და სკოლის ეზო ნარგავებით აავსეს სკოლის თანამშრომლებმა: მერაბ ჩიქოვანმა, ვაჟა ბარაბაძე, ნანა მაჭარაძემ, რისთვისაც მადლობა მათ.

სკოლაში დაბრუნებულებს ახალი და აფერადებული ეზო გველოდება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203