თისელის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
14-04-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის, თისელის საჯარო სკოლა 16 მარტიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

მასწავლებლები აქტიურად იყენებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრული რესურსების პორტალს (http://ict.tpdc.ge/), რომელიც, ვიდეოგაიდების საშუალებით, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს. 

„ასევე ვიყენებთ დისტანციური სწავლებისთვის მოდიფიცირებულ ცხრილს. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მოტივაცია, ონლაინ სწავლების მიმართ, მაღალია. ადმინისტრაციამ, დამრიგებლებმა და საგნის მასწავლებლებმა მოსწავლის მშობელებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ელექტრონული პლატფორმების და „ტელესკოლის" შესახებ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიონ მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას აღნიშნულ პერიოდში...“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203