
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს.
დისტანციურ სწავლებაში სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი არის ჩართული.
სკოლა აქტიურად იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ პტატფორმას მაგალითად, „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონსა და ტელეგაკვეთილებს.
სკოლას აქვს სპეციალურად შედგენილი დისტანციური გაკვეთილების ცხრილი რის მიხედვითაც ყველა საგანში უტარდებათ მოსწავლეებს გაკვეთილები.