„ოჰ, როდის ჩამოიხსნება აბრა „დარჩი შინ“ - კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელის „მონატრების ერთი თვე“
13-04-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ანრი ნოღაიდელმა თემაზე - მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ ჩანახატი გააკეთა. გთავაზობთ, ჩვენ მოსწავლის ნამუშევარს:


სიჩუმე- საშინელებაა! 
სიჩუმე- მარტოობაა, 
სიჩუმე - ამ ქვეყნად არყოფნაა.
სიჩუმე სამეფოში გაუსაძლისია მოფუსფუსე ადამიანთა ყოველდღიური ყოფა.

ოჰ, როდის, როდის დაირღვევა ეს გაუსაძლისი სიჩუმე;  როდის ჩამოიხსნება აბრა ,,დარჩი შინ’’ და ყველანი ერთად გავიხარებთ,  მაშინ შევიგრძნობთ მონატრებისა და ერთად ყოფნის ძალას. როგორ დავღლით ენას ერთმანეთის ამბების გამოკითხვით. 

როდის, როდის აღსდგება კომუნიკაცია, რეალური კომუნიკაცია, ღიმილიანი, ხვევნა-კოცნით, ხელის ჩამორთმევით. იმედია მალე. ძალა ერთობაშია,  ძალა მოთმენაშიცაა. გაუმარჯოს კომუნიკაციას! 

„კომუნიკაცია მშვიდი და წყნარი, 
მიიღე, გაეცი  და დაიბრუნე,
ხალხთა ერთობის ეს დიდი ძალა, 
სიყვარულს დასთეს ღვთის გასახარად“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203