
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. პედაგოგებიცა და სკოლის ხელმძღვანელობაც მაქსიმალურად ცდილობს, მოსწავლეები მარტივად გაუმკლავდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და მორალურადაც ამხნევებენ მათ.
სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში იყენებენ ყველა საშუალებას, რომელიც სათანადო განათლებას აძლევს მოზარდებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობაცა და პედკოლექტივიც, ითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც თითოეული მოქალაქისთვის ხელისუფლება და კონკრეტულად, განათლების სამინისტროს გასცემს.
სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლების პროცესს და ცდილობენ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განაგრძონ სწავლა ისე, რომ ეს ყველაფერი ცოდნის ხარისხზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახოს.