ბორბალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ
13-04-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად ატარებს ონლაინ გაკვეთილებს.

მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. მიუხედავად ზოგიერთ მოსწავლესთან ტექნოლოგიების ან ინტერნეტთან წვდომის პრობლემისა, თითოეული მასწავლებელი სხვადასხვა საშუალებით ცდილობს მაქსიმალურად ჩართოს სასწავლო პროცესში ყოველი მოსწავლე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203