ვერნების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გაკვეთილებს დისტანციურად უტარებენ
13-04-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის ვერნების საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით უკავშირდებიან და გაკვეთილებს უხსნიან.

მასწავლებლების და მოსწავლეების უმრავლესობა ჩართულია „თიმსში“, თუმცა ინტერნეტის ხარვეზის დროს სხვა სოციალურ საშუალებებს ან სატელეფონო კომუნიკაციას მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203