ქუთაისის N2 საჯარო სკოლის თანამშრომლები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს გადარიცხავენ
13-04-2020

ქუთაისის N2 საჯარო სკოლი თანამშრომლები StopCoV-ის ფონდში ხელფასის ნაწილს გადარიცხავენ. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი etaloni,ge -სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, სკოლის თანამშრომლები ითვალისწინებენ რა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და შემოსავლის გარეშე დარჩენილი თანმოქალქეების მდომარეობას სურთ გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და სოლიდარობის ნიშნად ხელფასის ნაწილი ფონდში გადარიცხონ.

„მოგეხსენებათ, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემის ფონზე, საქართველოც აღმოჩნდა კორონავირუსის გავრცელების არეალში. უკვე თვეზე მეტია ხელისუფლება და მედპერსონალი თავდაუზოგავად მუშაობენ ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად. გატარდა უამრავი ღონისძიება, დაიკეტა მრავალი კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა, იქ დასაქმებული ადამიანები კი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამ ფონზე, ჩვენ, მასწავლებლები ვაგრძელებთ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში და ვცდილობთ მაქსიმალურად შევუქმნათ მოსწავლეებს სასწავლო გარემო და შევასრულოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. ვითვალისწინებთ რა, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დახმარების ფონდში. 

საკოლის ადმინისტრაციისა და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის თინათინ სვანიძის ინიციატივით,მივიღეთ გადაწყვეტილება შევუერთდეთ ხელისუფლების ინიციატივას და კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ StopCoV ფონდში გადავრიცხოთ ხელფასის ნაწილი. 
 
ამ მოკრძალებული ნაბიჯით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საერთო მიზნებისა და კრიზისიდან გამოსვლის საქმეში, რამეთუ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდის მიზანი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაა", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203