სულორის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში ყველა საგანმანათლებლო პლატფორმას იყენებენ
13-04-2020

ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ხელი არ შეუშლია ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, საკუთარი მოვალეობები პირნათლად შეესრულებინათ.

სოფელ სულორის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ-საგაკვეთილო პროცესში და ისიც შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მონდომებით ეკიდებიან იმ პასუხისმგებლობას, რაც დისტანციურმა სწავლებამ თითოეულ მათგანს დააკისრა.

არც პედაგოგები და არც მოსწავლეები არ ეპუებიან არანაირ წინააღმდეგობას, დისტანციური სწავლებისას იყენებენ ყველა საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც სათანადო განათლების მიღების საშულებას აძლევთ და ასე უწყობენ ფეხს „კორონავირუსულ რეალობას“, რომელიც, იმედი აქვთ, მალე დასრულდება და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლას კვლავ დაუბრუნდებიან მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203