ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
13-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

სკოლის პედაგოგები მუშაობენ „თიმსის“ პროგრამაში. ის ბავშვები კი, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, მასწავლებლებს უკავშირდებიან ვაიბერ ჯგუფებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203