კერძო სკოლა „მერმისი“ ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
13-04-2020

არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისი“, ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. „მერმისის“ პედკოლექტივმა, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, რათა მოსწავლეებს დრო უქმად არ გაეცდინათ და მიმართა ყველა შესაძლო ხერხს, სწავლის პროცესი დისტანციურად შეუფერხებლად წარმართულიყო.

„არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისში“ აქტიურად იყენებენ „მაიქროსოფთ 365“-სა და ასევე სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას; სკოლას შედგენილი აქვს სპეციალური ცხრილი, რის მიხედვითაც ყველა საგანში ტარდება დისტანციური გაკვეთილები; ზედმიწევნით კონტროლდება მოსწავლეთა მოსწრებისა და სწავლების ხარსხი და რაც მთავარია, „მერმისის“ თითოეული პედაგოგი ცდილობს, მორალურად გაამხნევოს მოსწავლეები, რათა ქვეყანაში შემნილმა ვითარებამ არ დათრგუნოს მოზარდები და მათ შეძლონ, ამ პირობებში მიიღონ სათანადო განათლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203