
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აგანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაში ჩაერთო.
მასწავლებლები იყენებენ განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ რესურსებს. მიუხედავად ინტერნეტის ხარვეზისა, ისინი მაინც უკავშირდებიან მოსწავლეებს და უტარებენ გაკვეთილებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც სკოლაში ურჩევნიათ, მაგრამ გამომდინარე ვითარებიდან, ისინი ჩაერთვნენ ონლაინ სწავლებაში.