
ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებს ძალიან უხარიათ ონლაინ გაკვეთილები.
„ჩემი სიზმარი“ - ასე ერქვა II კლასის საშინაო დავალებას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თავისი სიზმრები ფურცელზე გადაიტანეს. მათე ჩაფრავას ნამუშევარმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ღმერთმა აახდინოს მათეს სიზმარი!“- გვწერს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო