აჭარისწყლის საჯარო სკოლა განათლების სამინისტროს ყველა რეკომენდაციას ასრულებს
13-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგებია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მოსწავლეები არ ჩამორჩნენ ერვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრმას. გამოიყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმა და თამამად შეიძლება ითქვას - სკოლა აქტიურადაა ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

პედაგოგები ცდილობენ, ონლაინ-გაკვეთილებისა თუ სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფების დახმარებით, თითოეული მოსწავლე ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მასწავლებლებთან ერთად ითვისებენ დისტანციური სწავლების თავისებურებებს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალის საჯარო სკოლა ითვალისიწნებს იმ რეალობას, რომლის წინაშეც დღეს ქართული საგანმანათლებლო სისტემა აღმოჩნდა და ზედმიწევნით ასრულებს განათლების სამინისტროს ყველა რეკომენდაციას - დისტანციური გაკვეთილები მოსწავლეებს აბსოლუტურად ყველა საგანში უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203