ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის წარმომადგენლის მიერ
etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები და პედაგოგები იყენებენ „თიმსს“, „მესენჯერს“, მობილურ ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეგაკვეთილებს.
„სკოლა მაქსიმალურად ცდილობს კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სრულყოფილი განათლება. სალხინოს სკოლა ასევე ითვალისწინებს სამინისტროს ყველა რეკომენდაციას", - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენლი.