დისტანციურ სწავლებაში ქუთაისის N26 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე არის ჩართული
13-04-2020
ქუთაისის N26 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.


სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია თიმსის, ზუმის და მესენჯერის პროგრამაში, ასევე იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს. სკოლას აქვს სპეციალურად შედგენილი ცხრილი რის მიხდევითაც ყველა საგანში ტარდება დისტანციური გაკვეთილები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა. განათლების სამინისტროს რეკომენდაციით სკოლები დისტანციური სწავლებაზე გადავიდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203