თახჩის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლა-სწავლების პროცესს შეუფერხებლად წარმართავს
13-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება წარმატებით დაინერგა. რეალურად, სკოლას მხოლოდ 4 მოსწავლე ჰყავს და სწორედ აქედან გამომდინარე, ოცწუთიანი ონლაინ-გაკვეთილები სრული დატვირთვით ტარდება.

მოსწავლეებიც ჩართულები არიან და სკოლის რეალობიდან გამომდინარე, ისე გამოდის, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური გაკვეთილები უტარდება. ასეთ დროს, არანაირი კითხვისნიშნანი ონლაინ-სწავლების ხარისხთან დაკავშირებით, არ არსებობს - მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც მოერგნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას და თითოეული მათგანი ზედმიწევნით კარგად ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი ონლაინ და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203