ლიის თემის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
13-04-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება წარმატებით  მიმდინარეობს. პედაგოგები და მოსწავლეები,  მშობლების მაღალი ჩართულობით, ონლაინ გაკვეთილებს ეფექტურად მართავენ.

სკოლამ შეადგინა ახალი ცხრილი დისტანციური სწავლებისთვის.  იმ მოსწავლეებთან, ვისაც  არა აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ხდება ტელეფონით დაკავშირება.  პედაგოგები ქმნიან  მრავალფეროვან რესურსებს სხვადასხვა პროგრამებში და უზიარებენ  მოსწავლეებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203