ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციური სწავლებისთვის მრავალფეროვან ონლაინ რესურსს იყენებენ
13-04-2020
ქუთაისის N31 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის პედაგოგები აქტიურად იყენებენ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროგრამებს. მათ შორის „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერსა“ და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციით სკოლები დისტანციური სწავლებაზე გადავიდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203