
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პტენის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სასწავლო პროცესში ყველა პედაგოგი ჩართულია.
„რაც შეეხება მოსწავლეებს, არის ხარვეზი რამოდენიმე მოსწავლესთან ინტერნეტთან დაკავშირებით, მათ არ აქვთ ინტერნეტი ვუკავშირდებით ტელეფონის გაკვეთილების დროს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.