დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ დავალებებს ხალისით ასრულებენ
13-04-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ გაკვეთილებში.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები ასევე უსმენენ ტელეგაკვეთილებს, პირველი კლასის მოსწავლე ანასტასია ჩიტიშვილმა ტელეგაკვეთილის დავალებიდან ნახატი შექმნა, ასევე მეორე კლასის მოსწავლეებმა დისტანციურად შეასრულეს კომიქსები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203