
კორონავირუსის პანდემიით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯურის საჯარო სკოლა, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სასწავლო დაწესებულება, მაქსიმალურად ითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლა მთლიანად გადავიდა დისტანციურ სერვისებზე.
„სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე ონლაინ პლატფორმით წარიმართება, როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული Microsoft Teams-ის და facebook chat-ში.
თუმცა გვაქვს წვრილმანი ხარვეზები, გვყავს მოსწავლეები რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა და მასწავლებლები სატელეფონო კომუნიკაციით ცდილობენ მათთან დაკავშირებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.